ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7886 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7917 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.31 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8282 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8534 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.52 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1563 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3441 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 ივლისიდან შევა ძალაში.