თეგებით ძიება

ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სანქციების მონიტორინგის განყოფილება შეიქმნა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სანქციების მონიტორინგის განყოფილება შეიქმნა.

„მინდა, მოგახსენოთ, რომ პირველი ივლისიდან ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩვენ შევქმენით ახალი განყოფილება, რომელსაც ეწოდება სანქციების მონიტორინგის განყოფილება. დღესდღეობით, 5 ადამიანი მუშაობს ამ განყოფილებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამას, ასევე გაგრძელდება ეს. გამოწვევები არის. ის ჩარჩო, რაც ჩვენ გვაქვს ფინანსურ სექტორში, მაქსიმალურად აგვარიდებს იმას, რომ სანქციები, რომელიც მოქმედებს, მათი გვერდის ავლა ჩვენი ფინანსური სისტემით არ მოხდეს”, – განაცხადა გვენეტაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა