რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში ივნისის თვეში? – შს სამინისტრო სტატისტიკას აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკას აქვეყნებს, რომელის თანახმად, ივნისის თვეში, საქართველოს საზღვარი რუსეთი 135 457-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 30 783 ადამიანი იყო, შესაბამისად მაჩვენებელი 340 პროცენტითაა გაზრდილი.
სტატისტიკის თანახმად, რუსეთის შემდეგ, სომხეთი მოდის. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სომხეთიდან 17 316 მოქალაქე შემოვიდა.
კერძოდ, რუსეთის შემდეგ საქართველოში ივნისის თვეში ყველაზე მეტი მოქალაქე შემოვიდა:
სომხეთი – 86 565
თურქეთი – 69 973
ევროკავშირის ქვეყნები – 28 989
ისრაელი – 22 979
უკრაინა – 19 585
ყაზახეთი – 19 548