თეგებით ძიება
29. 07. 2022 COVID - 19

"ქართველები ავყევით რუსულ პროპაგანდას... მონობა "ტეხავს" - რას წერს გიორგი ფხაკაძე?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში რუსული პროპაგანდის შესახებ წერს. მისი შეფასებით, საქართველოში რუსული პროპაგანდის გავლენა ძლიერია, რისი მაჩვენებელიც ვაქცინიზაციის დაბალი მონაცემებია.

"კანადა შორს არის, მაგრამ ….
არავაქცინირებული კანადელები მხარს უჭერენ პუტინის … ეს ისე, ინფორმაციისთვის
მერე გიკვირთ, ქართული პოლიტიკური პარტიები თავს რატომ არიდებენ კოვიდზე და ვაქცინებზე საუბარს. (თავიანთი მრევლი, ბოდიში, “ამომრჩეველი” რომ არ გააღიზიანონ/დაკარგონ)
მაინც რას ნიშნავს საბჭოთა პროპაგანდა…. მუშაობს ეს ოხერი ….

წარმოიდგინეთ, მე როგორ “ვევასები” რუსეთის პროპაგანდის სამსახურს და მათ “შესტიორკებს” საქართველოში. მათი სახელები და ინტერნეტ გვერდები საჯაროდ ცნობილია… და თუ არ იცით, გამოცნობა მარტივია - ვინც მლაძღავს, გასაგებია, ვისი “მომხრეა”

არაერთხელ დადასტურდა, რომ ანტივაქსერები და დასავლური ვაქცინების მოწინააღმდეგეები (პროპაგანდისტები/აქტივისტები/ვებგვერდების შექმნელები/მიტინგების ირგანიზატირები) არიან რუსეთის და ნაწილობრივ ჩინეთის მიერ მხარდაჭერილი (ნაყიდი).. ჩვენს რეგიონში - მხოლოდ რუსეთის მიერ.

ჩვეულებრივად ვაქცინების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მისახლეობის 10% და ეს “მისაღები” ციფრია, მაგრამ როცა ეს ციფრი აცდება 10%, ნიშნავს, რომ ხელოვნურად არის “გაზრდილი” ეს ციფრი და ვის მიერ, ეს უკვე ყველამ კარგად ვიცით. ამას ჰქვია რუსეთის პროპაგანდის მანქანა.
შეიძლება კითხვები გქონდეთ ვაქცინაციის პროცესთან, ეს არის ჯანსაღი და მისაღები, მაგრამ, როცა აშკარად ხარ დაფინანსებული რუსეთის მიერ, რა ვიცი, განსაკუთრებით ქართველისთის ტეხავს, რა…. არ იცი, რა არის რუსეთის სახელმწიფო საქართველოს სახელმწიფოსთვის, თუ დაგავიწყდა, რომ რუსეთი ოკუპანტია?!
მონობა ტეხავს, ჩვენ, ქართველები, ავყევით რუსულ პროპაგანდას როცა პირიქით უნდა ყოფილიყო…. წესით, საქართველოს 90% უნდა ყოფილიყო აცრილი ფაიზერით! და ვართ იქ, სადაც არის რუსეთი… ტეხავს….
გთხოვთ უაზრო კომენტარები შეინახოთ მათთვის, ვისაც რუსეთმა დაფინანსება წეუწყიტა საქართველოში…
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა