ევროპელ ლიდერები ძალიან გაოცებულები არიან, თუ როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინიტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანას პირველ 6 თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (10,5%) აქვს.
მისივე თქმით, საქართველოს ამ წარმატებით ევრობელი კოლეგები გაოცებული არიან.
"ჩვენ მიერ გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად ჩვენ პირველ 6 თვეში, ივნისის ჩათვლით, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - 10,5%. ეს არის დიდი გამონაკლისი დღეს მსოფლიოში. მე მაქვს ხშირი კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან და ძალიან გაოცებულები არიან, თუ როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.