თეგებით ძიება

რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა $10 მილიონი იყიდა

2022 წლის პირველ აგვისტის გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7514 შეადგინა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ მეორე შემთხვევაა. პირველად სებ-მა ასევე 10 მილიონი დოლარი 24 მაისს იყიდა.

ეროვნულ ბანკს 2020 წელს რეზერვები არ შეუვსია, 2019 წელს 155 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო 2018 წელს - 180 მლნ აშშ დოლარი.

სებ-ი რეზერვებს ლარის გამყარების პარალელურად ავსებს. რამდენიმე თვეა, ეროვნულ ვალუტას გამყარების ტენდენცია აქვს. პირველი აგვისტოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7652 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8299 ლარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა