საჯარო მოხელეების ყოველდღიური მუშაობა უნდა დავაფასოთ - კახა კალაძე ხელფასების მატებაზე
კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის თანამშრომლებს მომავალი წლიდან სახელფასო განაკვეთი 10%-ით გაიზრდება და ეს მომავალშიც გაგრძელდება. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, დავაფასოთ საჯარო მოხელეების ყოველდღიური მუშაობა, ადამიანები, რომლებიც მართლაც 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან ამ ქვეყანას. ისინი განაწილებული არიან სხვადასხვა სამინისტროებში, სხვადასხვა სამსახურებში. ხელფასების მატება, რომელიც იქნა დაანონსებული და ყოველწლიურად, 2026 წლამდე 10-პროცენტიანი მატება იქნება, ეს მისასალმებელია. რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერია მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. მინდა, ჩემს თანამშრომლებსაც ვუთხრა, რომ მომავალი წლიდან მათი სახელფასო განაკვეთი 10%-ით გაიზრდება და ეს გაგრძელდება.
ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებმა თავი იგრძნონ კომფორტულად, დაუფასდეთ თავიანთი შრომა, რასაც 24-საათიან რეჟიმში აკეთებენ“,- განაცხადა კალაძემ.