ჩვენთვის ეს მისაღები არ არის - გიორგი ვოლსკი აშშ-ს მიერ უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსნის დასანქცირებაზე
ტრამპის ადმინისტრაცია და თვითონ არჩეული პრეზიდენტი ასახელებს ორბანს როგორც დასაყრდენ ძალას იმისთვის რათა მან თანამშრომლობა გააგრძელოს ევროკავშირთან. რასაკვირველია ამ ვითარებაში, მისი წარმომადგენლის მიმართ სანქციების დაწესება არის პირდაპირ დაპირისპირების სერიოზული მაჩვენებელი, რომელიც სამწუხაროდ ახასიათებს აშშ-ის დღევანდელ ვითარებას, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა შეერთებული შტატების მიერ უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსნის დასანქცირებას.
„ჩვენთვის ეს მისაღები არ არის, ისევე როგორც არ არის მისაღები საფრანგეთის პრეზიდენტის ასეთი უკმეხი გამოსვლა საქართველოს მიმართ, გერმანიის ხელისუფლების მიერ ასეთი უკმეხი გამონათქვამები პატარა საქართველოს მიმართ, რომელიც თავს იცავს და რომლის ტერიტორიების 20%-იც არის ოკუპირებული“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
აშშ-მა უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანი, ანტალ როგანი სასანქციო სიაში შეიყვანა კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით.