თეგებით ძიება
02. 08. 2022 მსოფლიო

საფრანგეთში დააკავეს ქართველი, რომელიც თავს უკრაინელ ლტოლვილად ასაღებდა და თავშესაფარს ითხოვდა

საფრანგეთში დააკავეს ქართველი, რომელიც თავს უკრაინელ ლტოლვილად ასაღებდა და თავშესაფარს ითხოვდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებული 60 წლის მამაკაცი გასულ ორშაბათს, საფრანგეთის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ცენტრში, ქვეყანაში დროებითი ბინადრობის ნებართვას ითხოვდა.

მამაკაცმა ფრანგ საჯარო მოხელეებს ყალბი უკრაინული პასპორტი წარუდგინა, თუმცა, ადგილობრივი პრეფექტურის თანამშრომლებმა ყალბი პასპორტის ამოცნობა მალევე შეძლეს.

ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა