სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა იცვლება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა იცვლება.
მისი თქმით, სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე შემცირება.
„სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. აღნიშნული ცვლილების გავლენის, გაანალიზებისა და საბანკო სექტორთან განხილვის შედეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის სამ წლამდე შემცირების თაობაზე. აღნიშნული ცვლილება შევა ძალაში 15 აგვისტოდან და ამ ეტაპზე ის ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა გვენეტაძემ.