თეგებით ძიება

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7244 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7332 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.88 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7775 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7835 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.60 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1516 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3216 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 5 აგვისტოდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა