თეგებით ძიება

სააკაშვილის გათავისუფლებისთვის პარტიამ ყველაფერი გააკეთა - რას ამბობს ნიკა მელია?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიამ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გასათავისუფლებლად ყველაფერი გააკეთა, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა.

"მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის პარტიამ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო თვეების განმავლობაში. სამწუხაროდ, ნათელი გახდა რომ ჩვენი მხრიდან მიტანილი ტალღისებური იერიშები „ოცნების“ წინააღმდეგ არ გახდა საკმარისი და არ გვეყო ძალისხმევა, მიხეილ სააკაშვილი დღეს არ ყოფილიყო ციხეში.

ძალიან დასანანია, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები წლების განმავლობაში არ იზიარებდნენ ქართული დემოკრატიული ოპოზიციის წუხილებს, დასანანია, წლების განმავლობაში ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა არ იზიარებდნენ ოპოზიციის წუხილებს. დღეს როდესაც ყველანი ერთ ჭკუაზე ვართ, ხომ შეიძლებოდა 2-3 წლის წინ გვქონდა ეს ერთობა“, - აცხადებს ნიკა მელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა