თეგებით ძიება

სანამ მოკავშირეები ვართ, არაფერი გვემუქრება - ასლან ბჟანია რუსეთზე

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ე.წ. რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტად რუსეთთან მოკავშირეობას მიიჩნევს.

„სანამ ჩვენ მოკავშირეები ვართ, სანამ ერთად ვართ, არაფერი გვემუქრება. აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილება ნიშნავს მუდმივად შეიარაღებულ რამდენიმე ათასს ადამიას.

ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, სურათი სავალალო იქნებოდა. არა იმიტომ, რომ ვინმესი გვეშინია. არ გვეშინია, რადგან მართალი ვართ, მაგრამ მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება და რევანშისტული განწყობები არსად წასულა",– განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი აფხაზეთის მთლიან „სახელმწიფო ბიუჯეტზე“ მეტია და საქართველო არ ამბობს უარს იმის აღდგენაზე, რასაც საკუთარ „ტერიტორიულ მთლიანობად მიიჩნევს.“

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპოაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს ამ ტერიტორიებს. რუსი ოკუპანტები ყოველდღიურად ახორციელებენ ე.წ. მცოცავ ოკუპაციას და იტაცებენ ქართულ მიწებს. აფხაზეთში კი, კრემლი ბიჭვინთის სანაპირო ზოლის და რამდენიმე ჰექტარი ფართობი მიწის ანექსირებასაც ცდილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა