თეგებით ძიება
09. 01. 2025 მსოფლიო

სლოვაკეთი მზად არის, გამოიყენოს სანქციები უკრაინის წინააღმდეგ, რათა აიძულოს კიევი, ევროკავშირში რუსული გაზის ტრანსპორტირება დაუშვას - რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი მზად არის, გამოიყენოს მთელი რიგი პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები უკრაინის წინააღმდეგ, რათა აიძულოს კიევი, ევროკავშირში რუსული გაზის ტრანსპორტირება დაუშვას.

რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ თუ კიევი გააგრძელებს რუსეთის წიაღისეული საწვავის ექსპორტის შეფერხებას, სლოვაკეთის მთავრობა საპასუხოდ მკაცრ ზომებს მიიღებს.

2 იანვარს, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა განიხილავს ზომებს უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის საპასუხოდ.

ფიცომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას „ზელენსკის მხრიდან საბოტაჟი“ უწოდა და განაცხადა, რომ ამის გამო მისი ქვეყნის ზარალი წელიწადში 500 მილიონ ევროს შეადგენს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა