"მონა ხარ, მოსამართლე, მონა“ - რატომ დაუპირისპირდა ხაბეიშვილი მოსამართლეს?
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი მოსამართლე, გოჩა დიდავას დაუპირპირდა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოძრაობა და მსიი 2 წევრი 5000-5000 ლარით დააჯარიმა.
სწორედ მოსამართლის მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას მოჰყვა ხმაური როგორც სასამართლო დარბაზში.
ცნობისთვის, უჩა მამაცაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ის ე.წ ქოლცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარ მფარველს შორის დასახელდა. ცოტა ხნის წინ საქმეზე, „უჩა მამაცაშვილი „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წინააღმდეგ“ , მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყველა განცხადება, რომელიც ორგანიზაციამ მამაცაშვილის წინააღმდეგ გააჟღერა, ცილისმწამებლურია.