თეგებით ძიება

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ადანაშაულებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ქსენოფობიასა და ექსტრემიზმში, მაგრამ არ გვესმის მსგავსი განცხადებები კრემლის მიმართ - ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრმა, „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგი შეაფასა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეების უფრო მეტ ნაწილს აღიზიანებს რუსული ენის მოსმენა, უფრო მეტ ადამიანს აღიზიანებს მათი თავხედური ქცევები საქართველოს რესტორნებსა და სასტუმროებში.

„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე თვეა, ადანაშაულებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ქსენოფობიაში, ექსტრემიზმში და ომის გაღვივების სურვილსა და მცდელობაში, მაგრამ არასდროს არ გვესმის მსგავსი განცხადებები, კრიტიკა, კრემლის და რუსული შეიარაღებული ძალების მიმართ.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი რუსი შემოვიდა. ეს ის შემთხვევაა, სადაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სტატისტიკას. მთავარი არის ადამიანების, ჩვენი ქვეყნის ფსიქოლოგიური განწყობა იმ მოვლენების მიმართ, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, იმ ძალადობის, სისასტიკის მიმართ, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები რუსი სამხედროები სჩადიან უკრაინის ტერიტორიაზე და შესაბამისად სენსიტიურობა გაცილებით მაღალია საქართველოში. დღეს საქართველოს მოქალაქეების უფრო მეტ ნაწილს აღიზიანებს რუსული ენის მოსმენა, უფრო მეტ ადამიანს აღიზიანებს მათი თავხედური ქცევები საქართველოს რესტორნებსა და სასტუმროებში.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს დაცულობის განცდა. საქართველო მზად უნდა იყოს ნებისმიერი თავდასხმისთვის. საქართველოს პარლამენტის კარი დაკეტილი კი არ უნდა იყოს, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა მუშაობდეს, უნდა მუშაობდეს უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, ქვეყანაში მუდმივად უნდა იკრიბებოდეს უსაფრთხოების საბჭო“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა