"პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის წინაპირობა არ არსებობს“ - დმიტრი პესკოვი
კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის წინაპირობა არ არსებობს.
"უკრაინის დელეგაცია რადარიდან სრულად გავიდა, ახლა მოლაპარაკების პროცესი არ მიმდინარეობს. რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის შეხვედრას, ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დელეგაციები საშინაო დავალებას შეასრულებენ. შეხვედრისთვის აუცილებელი წინაპირობები არ არსებობს“, - განაცხადა პესკოვმა.