თეგებით ძიება

ნორმალური, ეროვნული ხელისუფლება გამჭვირვალეს გახდიდა საქართველოში შემოსული ვიზიტორების ვიზიტების მიზნობრიობას - ნიკა მელია რუს ტურისტებზე

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოში რუსი ტურისტების შემოსვლაზე საუბრობს.

"ნორმალური, ეროვნული ხელისუფლება გამჭვირვალეს გახდიდა საქართველოში შემოსული ვიზიტორების ვიზიტების მიზნობრიობას, შეზღუდავდა რუს მოქალაქეებზე ბინების გაყიდვას, ბიზნესის რეგისტრაციას და ბინადრობის მოწმობის გაცემას, თუ ისინი აღიარებდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ნუ მანიპულირებთ ქართული ღირებულებებით, ყველა პატივს ვცემთ სტუმარმასპინძლობის ქართულ ტრადიციას, თუმცა თუ სტუმარი რჩება ჩვენს ოჯახში წლების განმავლობაში, უნდა მიიღოს და იცხოვროს ჩვენი წესებით. ისწავლოს ქართული ენა, აღიაროს ქვეყნის საზღვრები“, - განაცხადა მელიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა