თეგებით ძიება

8 აგვისტო წერია რუსეთის ჯარების შემოსვლად თქვენი პრეზიდენტის ბრძანებულებაში - გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკიის თქმით, ხელისუფლებამ დიდი დრო და ენერგია დახარჯა, რომ გადაეფარა რეზოლუციის პუნქტზე ხელმოწერა, რომელიც მიუთითებდა, რომ საქართველომ დაიწყო ომი.

მისი თქმით, ეს ყველაფერი რომ გადაიფაროს, სწორედ ამიტომ, მოიგონეს საკამათოდ ომის დაწყების თარიღი.

„8 აგვისტოს ამოდიან ჭირისუფლები, სამწუხაროდ, თქვენ [ჟურნალისტებს] ეს არ გესმით, ადამიანის ტკივილის ახლოს მიტანა არ იცით - თქვენი პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც 9 აგვისტოს გამოქვეყნდა, 8 აგვისტო წერია თარიღად, როცა რუსეთის ჯარი შემოვიდა. ძალიან დიდი დრო და ენერგია დავხარჯეთ, რომ ის დანაშაულებრივი ხელმოწერა, რომელიც ჩვენმა იმ პერიოდის ხელისუფლებამ ჩაიდინა, იმ მოღალატეობრივ რეზოლუციის პუნქტის ხელის მოწერით, რომ საქართველომ დაიწყო ომი, გადაგვეფარა. ასევე, გადაგვეფარა ის, რომ რვაში დაიწყო რუსეთის შემოსვლა. ის, რომ 7 აგვისტომდე გვარწმუნებდნენ ამათი დღევანდელი ხელმძღვანელები, რომ თურმე რუსეთი გაკვირვებულია, კოკოითი როგორ ჩადის ამ პროვოკაციებსო და მოსკოვში ჩამოდითო, ეს ყველას გახსოვთ. ეს ლაპარაკი, რომ არ იყოს და ჩვენ სიღრმეში არ ჩავიდეთ, რასაკვირველია, მოიგონეს 7 თუ 8. გეგონება საკამათო იყოს“, - განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო ინტერვენციას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი ემსხვერპლა, ხოლო საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა; რუსული აგრესიის შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა; საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. რესპუბლოკების დამოუკიდებლობა ცნო და მათი ოკუპაცია განახორციელა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდებეა. საოკუპაციო ძალები აგრძელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიების მიტაცებას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების გატაცებას. საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა