თეგებით ძიება

„როგორც ჩანს, „კალიუმია“ დაქვეითებული“ - გიული ალასანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედიში“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ალასანიას თქმით, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს კალიუმი აქვს დაქვეითებული და გადასხმებს უკეთებენ.

„როგორც ჩანს, „კალიუმია“ დაქვეითებული და მთელი ის პერიოდი, რაც მას გვერდით ვეჯექი, გადასხმა გრძელდებოდა. სხვა მხრივ, ველოდებით ექიმების ჩამოსვლას. ახლა ის პროცესი გვაქვს, რომ ექიმებმა მიიღონ ლიცენზია აქ, მათი საბუთები ახლა არის სამინისტროში. არდადეგების პერიოდია და ალბათ, რაღაცნაირად გაუკეთებენ ორგანიზებას“, - განაცხადა გიული ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა