საუკეთესო პასუხი რუსეთის აგრესიაზე არის ერთიანობა - საერთაშორისო ერთიანობა და ერთიანობა საქართველოს შიგნით - კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდს - ერთიანობას ასახელებს.
"საუკეთესო პასუხი რუსეთის აგრესიაზე არის ერთიანობა. საერთაშორისო ერთიანობა და ერთიანობა საქართველოს შიგნით. მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ერები ერთიანდებიან რუსეთის მიერ უკრაინაზე სასტიკი თავდასხმებისა და აგრესიის წინააღმდეგ. ვფიქრობ, პუტინი ამას არ მოელოდა. ასეთი დონის ერთიანობას მისი სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ.
საქართველოში რუსული აგრესიისგან თავდაცვის საუკეთესო გზა არის ერთიანობა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის, გაერთიანება ღია და თავისუფალი საზოგადოების განვითარებისთვის. შეერთებული შტატები ბოლო 30 წლის განმავლობაში არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამ საქმეში. და ეხმარება საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის, ეკონომიკის გაძლიერებასა და საზღვრების დაცვის შესაძლებლობების დაცვის კუთხით"... - აცხადებს კელი დეგნანი.