კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ცდილობს - კელი დეგნანი
კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ცდილობს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს.
მისივე შეფასებით, კრემლი ქართველების და უკრაინელების დაბნევას ცდილობს.
"საქართველო და უკრაინა ბუნებრივი მოკავშირეები არიან და მათ უნდა მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება პირადად და არა მედიის საშუალებით. ვიცით, რომ კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ცდილობს. ვიცით, რომ კრემლი ცდილობს ქართველების და უკრაინელების დაბნევას, ასე რომ საჯარო დავები მხოლოდ ეხმარება კრემლს თავისი ბინძური საქმის შესრულებაში. ვფიქრობ, რომ ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან კონცენტრირებულნი იმაზე რომ გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა ამ ომის დასასრულებლად", - განაცხადა კელი დეგნანმა სოფო ზურაბიანის გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა".