"არავის სჯერა, რომ რუსეთის ჰიპოთეტიური, მორიგი შემოჭრის შემთხვევაში "ქოცნების მთავრობა" იარაღით დაიცავს ქვეყანას" - მამუკა გამყრელიძე
პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში მის მიერ წარმოებულ გამოკითხვის შედეგებზე წერს.
"გუშინ დავდე მაპროვოცირებელი და ერთგვარად რიტორიკული პოსტი-კითხვა, რომელზეც ყველამ სრულიად მოსალოდნელი პასუხი გასცა. არავის სჯერა, რომ რუსეთის ჰიპოთეტიური, მორიგი შემოჭრის შემთხვევაში ქოცნების მთავრობა იარაღით დაიცავს ქვეყანას.
ცხადია, მეც არ მჯერა და სწორედ ამის გათვალისწინებით მიჩნდება, უკვე სრულიად სერიოზული კითხვა. რა დოზით და როდის წაგვართმევს სუვერენიტეტს რუსეთი ქ-ოცნების ხელშეწყობით?", - წერს გამყრელიძე.