კასპში 27 წლის ბიჭს ეძებენ
კასპში პოლიცია და ოჯახი 27 წლის ბექა რევაზიშვილს ეძებს.
ოჯახის ინფორმაციით, ბექა რევაზიშვილი სახლიდან 3 დღის წინ გავიდა, მისი კვალი კი სოფელ ქვემო გომიდან იკარგება.
სამძებრო ოპერაციაში ჩართულები არიან კინოლოგებიც, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდა კაცის კვალზე პოლიცია ვერ გადის.
"ბოლოს ვნახე შაბათს კარიდან რომ გამოვიდა, თუმცა არ დამინახავს სად წავიდა. მოვითხოვთ, მაქსიმალურად ჩაერთონ საგამოძიებო მოქმედებებში“, - აცხადებს დაკარგულის და.