ბრალდება, თითქოსდა სახელმწიფო გადასცემს სხვებს საიდუმლო ინფორმაციას, აბსურდულია - რას ამბობს რატი ბრეგაძე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე თავდაცვის სამინისტროს ქართველი მებრძოლის, მიხეილ ქამხაძის საქმე რუსულ სპეცსამსახურებს გადაცემასღთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი აბსურდია.
“როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ სახელმწიფო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა მთელი მსოფლიო ქართული მხარის სიმართლეში, როგორ შეიძლება, რომ მათ გადაეცათ შესაბამისი სახის ინფორმაცია. თუ ვინმე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს, ბრალს სდებს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს დანაშაულის ჩადენაში, ამისთვის არსებობს ასევე შესაბამისი წესები, უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, ამისთვის არსებობს ასევე შესაბამისი წესები უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, დაიწყოს გამოძიება და დამტკიცდეს ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი.
მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოსდა სახელმწიფო გადასცემს სხვებს ასეთ საიდუმლო ინფორმაციას, ბუნებრივია არის აბსურდული”, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.