ბრალდება, თითქოსდა სახელმწიფო გადასცემს სხვებს საიდუმლო ინფორმაციას აბსურდულია – რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ინფორმაციას, რომ თავდაცვის სამინისტრომ ქართველი მებრძოლის, მიხეილ ქამხაძის საქმე რუსულ სპეცსამსახურებს გადასცა აბსურდს უწოდებს.
“როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ სახელმწიფო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა მთელი მსოფლიო ქართული მხარის სიმართლეში, როგორ შეიძლება, რომ მათ გადაეცათ შესაბამისი სახის ინფორმაცია. თუ ვინმე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს, ბრალს სდებს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს დანაშაულის ჩადენაში, ამისთვის არსებობს ასევე შესაბამისი წესები, უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, ამისთვის არსებობს ასევე შესაბამისი წესები უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, დაიწყოს გამოძიება და დამტკიცდეს ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი. მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოსდა სახელმწიფო გადასცემს სხვებს ასეთ საიდუმლო ინფორმაციას, ბუნებრივია არის აბსურდული”, - ამბობს რეგაძე.
შეგახსენებთ, რუსულ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართველი ოფიცრის პირადი საქმეზეა საუბარი. მიხეილ ქამხაძე ვარაუდობს, რომ თავდაცვის სამინისტროს არქივის დეპარტამენტმა მისი საქმე გაყიდა, რითიც კრემლს სრული წვდომა მისცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედი ინსტრუქტორის ინფორმაციაზე.