ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს “ქართული ოცნება” მხარს არ დაუჭერს
ქართული ოცნება პრეზიდენტის მიერ, ცესკოს თავმჯდომარედ წარდგენილ კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერს.
“ქართული ოცნების” დეპუტატების ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი კანდიდატებს შორის აღარ დაასახელა და პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.
“პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ჩვენ ჩვენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შევაგებებთ”, – ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.