თეგებით ძიება
11. 08. 2022 მსოფლიო

უკრაინა უპასუხოდ არ დატოვებს დნეტროპეტროვსკის დაბომბვას - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დნეტროპეტროვსკიზე განხორციელებულ თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს.

მისი თქმით, საჭიროა იმაზე ფიქრი, როგორ მიაყენონ მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგები.

"ჩვენი შეიარაღებული ძალები, დაზვერვა და სამართლდამცვავი ორგანოები უპასუხოდ არ დატოვებენ დნეტროპეტროვსკის დღევანდელ დაბომბვას. 13 ადამიანი დაიღუპა მარგანცზე ოკუპანტების დარტყმისგან. კიდევ ათზე მეტი დაჭრილია, ხუთი – მძიმე მდგომარეობაში. ეს რუსული ტერორის მორიგი გამოვლინებაა, როგორც დარტყმები მიკოლაევზე, ხარკოვზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საჭიროა უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო შორ მანძილზე მოქმედი, მით უფრო სწრაფად დასრულდება ეს სასტიკი ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა