თეგებით ძიება
11. 08. 2022 მსოფლიო

უკრაინას აქვს შანსი, ორ თვეში გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონი - ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს შანსი, ორ თვეში გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონი.

"იმიტომ, რომ არის გარკვეული რიტმები. ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ, რას გააკეთებენ ჯარები, რომლებიც იქ გადაისროლეს. ამასთან, ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე 20-მდე ბატალიონი დგას, რომლებსაც შეუძლიათ წავიდნენ როგორც ზაპოროჟიეს, ისე ხერსონის მიმართულებით“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, „ნორმალური“ ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი 650-700 კაცისგან შედგება, თუმცა ხერსონის ოლქში რუსების მიერ განთავსებული ჯგუფების შემადგენლობაში 400-500 კაცია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა