თეგებით ძიება
11. 08. 2022 მსოფლიო

რუსეთში უკრაინის ინტერესების წარმომადგენელი შესაძლოა, შვეიცარია გახდეს

დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ფონზე, რუსეთში უკრაინის ინტერესების წარმომადგენელი შესაძლოა, შვეიცარია გახდეს.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მიკელ შტაინერის თქმით, უკრაინამ და შვეიცარიამ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები დაასრულეს. აღნიშნულ ინფომაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

„უკრაინამ შვეიცარიას სთხოვა, იკისროს მფარველობის მანდატი რუსეთში. მანდატის ძალაში შესასვლელად რუსეთის თანხმობაა საჭირო“, - განაცხადა შტაინერმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შვეიცარიის მიერ უკრაინის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით ბერნთან კონტაქტი არ ჰქონიათ. უფრო ადრე კი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებდა, რომ რუსეთი არ არის მზად უკრაინასთან შუამავლობის საკითხი განიხილოს ისეთ ქვეყანასთან, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უერთდებიან. შვეიცარიას კი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის თებერვლის თვეში შეიჭრა. ომი დღემდე გრძელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა