თეგებით ძიება
11. 08. 2022 მსოფლიო

მარინა ოვსიანნიკოვას სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა

რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილ რედაქტორს, მარინა ოვსიანნიკოვას მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დახურულ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობა შეუფარდა.

რუსეთში მარინა ოვსიანნიკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ განზრახ საჯაროდ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მუხლითაა აღძრული და ბრალი 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ივლისში, კრემლის მახლობლად, მარინა ოვსიანნიკოვამ უკრაინაში მიმდინარე ომი გააპროტესტა. „პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები – ფაშისტები. დაიღუპა 352 ბავშვი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდე?“ – ეწერა ოვსიანნიკოვას ბანერზე, ფეხებთან კი დახოცილი უკრაინელი ბავშვების სიმბოლოდ წითლად შეღებილი თოჯინები ეწყო.

ამ ერთკაციანი აქციის გამო დაიწყო გამოძიება ოვსიანნიკოვას წინააღმდეგ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა