"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს რუსეთთან აქვს..." - რას ამბობს მიხეილ სარჯველაძე?
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სავაჭრო ურთიერთობები დღეს საქართველოს რუსეთთან აქვს, ისევე, როგორც აქვს ევროპის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს.
"სანქცირებული ტვირთი შემოვიდეს, გავიდეს თუ როგორ არის, ეს სრულიად სხვა ინსტრუმენტებით კონტროლდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სავაჭრო ურთიერთობები დღეს საქართველოს რუსეთთან აქვს, ისევე, როგორც აქვს ევროპის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს. ეს ბორანი და ასე შემდეგ არის მხოლოდ ერთ-ერთი ტექნიკური სატრანსპორტო საშუალება ტვირთბრუნვისთვის, მაგრამ რისკები, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სანქცირებული საგნების ტარებას, არ გულისხმობს მხოლოდ ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებით ამ რისკების გაჩენას", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.