მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ხანძრით დაზარალებული მეგობრები შეიფარეს
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა თავიანთი 29 მილიონი დოლარის ღირებულების მონტესიტოს სასახლის კარი იმ მეგობრებსა და ახლობლებს გაუღეს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ სახლები კალიფორნიაში ხანძრების გამო დაეტოვებინათ.
სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ იმავეს გაკეთებისკენ ლოს-ანჯელესის სხვა მცხოვრებლებსაც მოუწოდეს. ვე
ხუთშაბათის მდგომარეობით, ოლქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 10,000-ზე მეტი შენობა განადგურდა, შტატის მასშტაბით დაახლოებით 400,000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და 180,000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.
"თუ თქვენს მეგობარს, ახლობელს ან შინაურ ცხოველს ევაკუაცია სჭირდება და თქვენ შეგიძლიათ, საკუთარ სახლში მათ უსაფრთხო თავშესაფარი შესთავაზოთ, გთხოვთ, გააკეთეთ ეს. აუცილებლად შეამოწმეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან ხანდაზმული მეზობლებიც, სჭირდებათ თუ არა მათ დახმარება ევაკუაციისთვის. გთხოვთ, განიხილოთ სამოსის, ბავშვთა სათამაშოებისა და ტანსაცმლის თუ სხვა აუცილებელი ნივთების დონაცია", - მიმართავს საზოგადოებას წყვილი.
The Telegraph-ის ცნობით, ჰარი და მეგანი აქტიურად მუშაობენ Archewell Foundation-ში თავიანთ თანამშრომლებთან ერთად, რათა დაზარალებულები მხარდაჭერის ყველაზე ეფექტიანი გზები განსაზღვრონ.