თეგებით ძიება

"ოცნების" პირობებში საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს - მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, "ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სჯობს სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ეს ილუზიები არავის აქვს. როგორც „ქართული ოცნება“ მართავს ამ ქვეყანას, ეს არის მიმართული იმ ორბიტისკენ, რასაც რუსეთის ორბიტა ჰქვია, ეს არის მკაფიო. საქართველოში ადამიანები მიხვდნენ, რომ „ქართული ოცნება“ დასავლური ძალა არ არის, ეს არის რუსული ძალა საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით". - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა