თეგებით ძიება
15. 08. 2022 სპორტი

შოთა არველაძე ჩემპიონშიფის მე-3 ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

ინგლისის ჩემპიონშიფის მესამე ტურის შაბათი დღის საუკეთესო მწვრთნელად, შოთა არველაძე დასახელდა.

არველაძის „ჰალ სიტიმ“ შინ დინ სმიტის გაწვრთნილი „ნორვიჩი“ 2:1 დაამარცხა. „ვეფხვების“ რიგებში კოლუმბიელმა ოსკარ ესტუპინიანმა დუბლი შეასრულა, 43-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 62-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა. ერთადერთი საპასუხო გოლი ჩილელმა მარსელინო ნუნიესმა შეაგდო.

ჩემპიონშიფის მესამე ტურის შაბათი დღის სიმბოლურ გუნდში „ჰალ სიტის“ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, დუნლის ავტორი ოსკარ ესტუპინიანი მოხვდა.

სამი ტურის შემდეგ შოთა არველაძის გუნდი დაუმარცხებულია. საწყის სამ ტურში 7 ქულა მოიპოვა, საკუთარ მოედანზე „ბრისტოლსა“ და „ნორვიჩს“ ერთნაირი ანგარიშით სძლია (2:1), „პრესტონთან“ გასვლით მატჩში ქულა მოიპოვა (0:0).

ამ ეტაპზე „ჰალი“ და „უოტფორდი“ ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 7-7 ქულით მეორე ადგილს იყოფენ, გათამაშებას კი „ბლექბერნი“ 9 ქულით ლიდერობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა