"შეერთებული შტატები ცდილობს, გაახანგრძლივოს, უკრაინაში შექმნილი ვითარება" - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ცდილობს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი გაახანგრძლივოს.
"უკრაინაში შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ცდილობს, გაახანგრძლივოს ეს კონფლიქტი“, - აღნიშნა პუტინმა.
ასევე, კრემლის ხელმძღვანელმა კვლავ დაიწყო აგრესიული ომის გამართლების ძიება და თქვა, რომ, „სპეციალური ოპერაცია“ უკრაინაში „გაეროს წესდების შესაბამისად“ განხორციელდა.