თეგებით ძიება

ოპოზიცია და ხელისუფლება ვიდრე ცალ-ცალკე მუშაობს, არანაირ განსაკუთრებულ შედეგს არ უნდა ველოდოთ - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობს, მმართველ გუნდსაც აწყობს.

„ძირითადად იხილება ტექნიკური საკითხები და მთელი პოლიტიკური სპექტრი, როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია მიმართულია, რომ შეიქმნას მუშაობის იმიტაცია და არა მუშაობა, რადგან ჯერჯერობით რეალური სამუშაო პროცესი მე არ მინახავს. სულ იხილება ტექნიკური საკითხები ან ისეთი საკითხები, რომლებიც ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ვერც ჩვენს ქვეყანაზე და ვერც ჩვენს დასავლურ ინტეგრაციაზე. ვიდრე ცალ-ცალკე მუშაობს ოპოზიცია და ხელისუფლება, იცოდეთ, რომ არანაირ განსაკუთრებულ შედეგს არ უნდა ველოდოთ. ის, რომ ოპოზიცია ცალკე იყოს და ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობდეს, ეს ახლა ხელისუფლებასაც აწყობს, რადგან ხალხთანაც კი, რომელიც თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, აქტიურ და რეალურ ცვლილებებზე ხელისუფლება არ საუბრობს, მხოლოდ ტექნიკურ მხარით შემოიფარგლება ნებისმიერი ასეთი შეხვედრა“, – განაცხადა ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა