თეგებით ძიება

რომელი დაპირება შეასრულეს? არ მჯერა ამ ადამიანების - ანზორ ბიწაძე „ქართულ ოცნებაზე“

“ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ალყაში უნდა იყოს და ყველა მხრიდან დისკომფორტი უნდა ჰქონდეს.

“პოლიტიკურ ალყაში უნდა იყოს “ქართული ოცნება” და ყველა მხრიდან დისკომფორტი უნდა ჰქონდეს, თუმცა რამდენად მოახერხებს ამას პარტია”საქართველოსთვის” ჩემთვის ძალიან საეჭვო არის იმიტომ, რომ უბრალოდ გადამგდებები არიან. ყველაფერი, რაზეც დაჯდნენ მოსალაპარაკებლად დასრულდა გადაგდებით. დაწყებული, ჯერ კიდევ ავადსახსენებელი საკონსტიტუციო ცვლილებით, შემდეგ შარლ მიშელის დოკუმენტით, რომელიც თავზე გადაახიეს ჩვენს კოლეგებს. საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდეს და ვითომ ხუნდაძემ ჯანყი მოაწყო, ეს ძალიან კარგად გვახსოვს. ეგეც არ იყოს, ვინ ჩივის საკონსტიტუციო რეფორმებს, სად არის 5 მილიონი თითო სოფელს და სად არის დაპირებული უფასო ფული. ანუ რომელი დაპირება შეასრულეს. ასე რომ მორალურად არ მჯერა ამ ადამიანების”, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა