"ხვიჩამ ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა" - როგორ დაეხმარა "კვარადონა" ქართველ ემიგრანტებს?
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ხატუნა შარაძე სოციალურ ქსელში ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.
"ხვიჩა კვარაცხელიამ, ემიგრაციაში დაგუბებული ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა! ამ ერთმა ბიჭმა წელში გამართა სრულიად დიასპორა! ეს იგივეა რაც სამშობლოში დაბრუნება!!!
ემიგრანტების შელახული რეპუტაცია, დამამცირებელი ცხოვრებით გამოწვეული უხერხულობა, უსამშობლოობის განცდა გააქრო!!!
"მეც ქართველი ვარ"!!! ეს სიტყვა, ემიგრანტისთვის ზარივით რეკავს!!! ის ავტორიტეტია, რომელიც სხვებს აიძულებს პატივისცემით მოგვექცნენ!!!
30 წლიანი ემიგრაციის ფონზე ეს ვერასდროს ვერავინ შეძლო, გარდა 22 წლის ბიჭისა, რომელიც უბრალოდ ქართველად დაიბადა!!!
მადლობა ხვიჩა!", - წერს ემიგრანტი.