ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსო და სრულიად განულებულია - ირაკლი კობახიძე
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსოა.
„საზოგადოება ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებითა და სატელიტებით არის „ომის პარტია“ და ომთან ერთად „ღალატის პარტია“. ასეთ პოლიტიკურ ძალას ხალხი არ გაჰყვება. მათ არც შემოდგომაზე, არც ზამთარსა და გაზაფხულზე არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ პოლიტიკურ პროცესებში არეულობა შემოიტანონ“, - აღნიშნა კობახიძემ.