თეგებით ძიება

სწორად აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ, რომ ოპოზიცია ჩამოყალიბდა როგორც “სეზონის გიჟები” - რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციის ყოველი მომდევნო მარცხი კიდევ უფრო მტკივნეული და დასამახსოვრებელი იქნება მათთვის.

“ძალიან სწორად აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ, რომ ოპოზიცია ჩამოყალიბდა როგორც “სეზონის გიჟები”. ისინი ფაქტია, რომ ყოველ თვეს ცდილობენ - შემოდგომაზე, გაზაფხულზე, ზაფხულში, გავლენა მოახდინონ ქართულ პოლიტიკაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ ბუჩქების უკან იმალებიან და საზოგადოების წინ გამოჩენის სიმამაცე არ ჰყოფნით ხოლმე. ეს ყველაფერი არის სამართლიანი შედეგი იმ უპასუხისმგებლო და უსამშობლო დამოკიდებულებისა, რომელიც ამ ადამიანებს გააჩნიათ. ნამდვილად აღარ მეგონა, თუ ეს რადიკალური ოპოზიცია კვლავ აქციებზე და ქუჩაზე დაიწყებდა საუბარს, მას შემდეგ რაც მათი თითოეული მსგავსი ქმედება დიდი კრახით დასრულდა. მაგრამ თუ კიდევ ამაზე დაიწყებენ საუბარს, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვინაიდან ეს საუკეთესო საილუსტრაციო პროცესია მათი რეალური სახის წარმოსაჩენად. ვფიქრობ, ყოველი მომდევნო მარცხი კიდევ უფრო მტკივნეული და დასამახსოვრებელი იქნება მათთვის”, - განაცხადა იონათამიშვილმა და დასძინა, რომ ოპოზიცია “არათანმიმდევრული და ჩამოუყალიბებელია”.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა