თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მე-2 სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა.

"სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს, მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს",- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა