"ქართული ოცნების“ მიზანია ევროკავშირის არცერთი რეკომენდაცია არ შესრულდეს - რომან გოცირიძე
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების“ მიზანია ევროკავშირის არცერთი რეკომენდაცია არ შესრულდეს.
"ყველა ნაბიჯი, რაც ბოლო ხანს გადაიდგა „ქართული ოცნების“ მიერ, ეს არის პროვოკაციული. შეგნებულად ამწვავებენ სიტუაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. არასამთავრობოებისთვის უარის თქმა კომისიებში მონაწილეობაზე ეს იმის მანიშნებელია, რომ დაძაბონ ურთიერთობა. მთავარი ამოცანა აქვთ ერთი რამ: დეკემბრისთვის არცერთი რეკომენდაცია არ შესრულდეს და შემდეგ ან ოპოზიციას გადააბრალონ ან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, - განაცხადა გოცირიძემ.