ჩემი გარდერობის დიდი ნაწილი ბაბუას შერჩეული და ნაყიდია - მანუ მურღულია გია მურღულიაზე
ტელეწამყვანი, მანუ მურღულია ბაბუასთან, ცნობილ ფილოლოგ გია მურღულიასთან ურთიერთობებზე საუბრობს. როგორც მანუ ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, მისი გარდერობის დიდი ნაწილი ბაბუას შერჩეული და ნაყიდია.
"გიას ძალიან უყვარს ჩემი საყიდლებზე წაყვანა და განსაკუთრებულად უხარია, თუ კაბას ან პოჯაკს ვყიდულობთ (იცინის). ყველა პიჯაკი მისი ნაყიდია… ის კი არა, რომ ფული მოგცეს და გაგიშვას, გამოგყვება დაათვალიერებს… მოკლედ, ბოლომდეა ჩართული პროცესში და ეს ორივეს ძალიან გვსიამოვნებს", - ამბობს ტელეწამყვანი.
ბაბუასგან რას სწავლობ?
"შეიძლება, გია თქვენთვის ცოტა მკაცრი ჩანდეს, მაგრამ რეალურად, უთბილესი ადამიანია. ასაკის მიუხედავად, ჩემი ტოლია, სხვასთან – სხვისი. მისგან ყოველდღე ბევრ რამეს ვსწავლობ და თან, ძალიან მარტივი და სასიამოვნო ფორმით. ყველაზე მეტად მისი სიმშვიდე მომწონს, რომელსაც არანაირ მდგომარეობაში არ კარგავს, რაც მე ჯერ არ გამომდის, თუმცა ვცდილობ, ესეც ვისწავლო", - დასძინა მანუმ.