„არ ვაპირებთ ამ ჯარიმის გადახდას, გავასაჩივრებთ“ - გიორგი გაბუნია
„მთავარი არხის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია მარეგულირებელი კომისიის მიერ არხის 118 688 ლარით დაჯარიმებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
„ხაზგასასმელია ის, რომ დაგვაჯარიმეს ევროპის მხარდასაჭერი კლიპისთვის, რაც არ მიკვირს. ისინი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ, რომ ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაგვიმძიმონ. პირდაპირი მუქარაც მოვისმინეთ, რომ თუ ასე გავაგრძელებთ და კიდევ ერთი პროევროპული კლიპი მოხვდება ჩვენს ეთერში, შეიძლება, საერთოდ ლიცენზია ჩამოგვართვან, ესეც არ გამიკვირდება.
უფრო მეტიც, ველოდები ოლიგარქის კლიპში სტაფილოს გამოჩენისთვის როდის დაგვაჯარიმებენ. არ ვაპირებთ ამ ჯარიმის გადახდას, გავასაჩივრებთ, როგორც წინა შემთხვევაში და ვნახოთ, შემდეგ რა მოხდება“, - განაცხადა გაბუნიამ.