„დუგინს თანამედროვე რუსეთში ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც სააკაშვილის საქართველოში მიშა თავხელიძეს, ან სიმონ მასხარაშვილს“ - ლევან ლორთქიფაძე
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
„ვერავინ უარყოფს, რომ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის - დარია დუგინას მკვლელობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის კონტექსტში. კრემლი ახალგაზრდა ქალის მკვლელობას უკვე იყენებს იმისთვის, რომ უკრაინის სახელმწიფო ტეროტისტული მეთოდებით მოქმედ სისტემად წარმოაჩინოს. რუსეთი 30 წლის მემილიონეხარისხოვანი პროპაგანდისტის სიცოცხლეს კიდევ მრავალჯერ შეფუთავს თავისი იმპერიალისტური დემაგოგიისათვის, მათგან მოულოდნელი აღარაფერი აღარ არის.
თქვენი ყურდღება სხვა საკითხს მინდა მივაპყრო... მკვლელობის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ სერიოზული ცოდნა არ გვაქვს ჩვენი მთავარი ნაციონალური საფრთხის - რუსეთის შესახებ.
ალექსანდრ დუგინს ხან "პუტინის გონს", ხან "კრემლის მთავარ იდეოლოგს" და ხან "ახალი რუსეთის მომავალ არქიტექტორს" უწოდებენ ... რა ეპითეტებს არ იყენებენ მის შესამკობად და მისი როლის ჰიპერბოლიზებისათვის!
დუგინს თანამედროვე რუსეთში ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც სააკაშვილის საქართველოში მიშა თავხელიძეს, ან სიმონ მასხარაშვილს ჰქონდათ.
დუგინი ფედერალური ტელევიზიებიდან მოშორებული ჰყავთ, ფაქტობრივად ტრიბუნას არ აძლევენ თავისი იდეების გამოსათქმელად! აკადემიიდან მასობრივი ხოცვა-ჟლეტვისკენ მოწოდების გამო გამოუშვეს (მოწოდებას სჯიან, რეალურ მოქმედებას "დენაციფიკაციას" უწოდებენ)! პარტიულ ველზე აქტიურობის სურვილი ჰქონდა და არაფერი გამოუვიდა; საზოგადოებრივ ასპარეზზე შეეცადა ფეხის მოკიდებას და ერთი მცირერიცხოვანი მოძრაობის გარდა ვერაფერი ვერ დააფუძნა; რუსეთის ეკლესიასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს თავისი ოკულტისტური წარსულიდან გამომდინარე.
კონცეფციები ერთიანი ევრაზიის, "რუსული სამყაროს" შესახებ დუგინამდეც ჰქონდათ და დუგინის შემდეგაც ჩამოაყალიბეს, "ევრაზიელები" კომუნისტური შეფერილობისაც არსებობენ და ნაციონალურ-კონსერვატიულისაც... როგორც ქალაქში იტყოდნენ, "ბალი ათი შაურია".
დუგინის საქმიანობა არც პოლიტიკის მეცნიერებაა, არც სოციოლოგია, არც ფილოსოფია... მას სამართლიანად მოიხსენიებენ ხოლმე გეოპოლიტიური მისტიკის წარმომადგენლად ანუ მსოფლიოში სივრცეების გადანაწილების იდუმალი რწმენა-წარმოდგენები და ხილვები აქვს კაცს...
მართალია რუსეთის ხელისუფლებაში მას მაინცდამაინც სერიოზულად არ აღიქვამენ, მაგრამ თავიანთი სისხლიანი ავანტიურების წარმოებისას ნამდვილად იყენებენ რიგ ელემენტებს მისი ეკლექტური, არეულ-დარეული, მანის ფაფის კონსისტენციის მქონე კონცეფციიდან.
მაშ, რა განაპირობებს მის პოპულარობას ჩვენთან და დასავლეთში?
ძალიან კომუნიკაბელური კაცია, ყველას ელაპარაკება, ევროპის თითქმის ყველა ნაციონალისტურ-კონსერვატიულ წრესთან აქვს კავშირი დამყარებული. რუსეთიდან ბევრი არ გადის ევროპელებთან, უკრაინელებთან, ქართველებთან და სხვებთან ასეთ მჭიდრო კონტაქტზე ... შესაბამისად, სხვები, უცხოელები მისი საშუალებით იღებენ ცნობებს რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის შესახებ და დუგინის გავლენასაც შესაბამისად აზვიადებენ.
დღეს ამ შესანიშნავ ფოტოს გადავაწყდი ერთ-ერთი გერმანულ ვებგვერდზე... რამდენი ნაძირალაა ერთ კადრში ჩატეული... თურმე, ნარინჯისფერი რევოლუციის მიმდინარეობისას ოლექსეი არესტოვიჩი დუგინთან ერთად ატარებდა ბრიფინგს "რიას" ოფისში და უკრაინულ-რუსული კონსერვატიული ალიანსის მნიშვნელობაზე მსჯელობდა...
ეს არშემდგარი არარაობა გვიკითხავს ლექციებს დღეს! არარაობა მრავლობითში უნდა დამეწერა“, - წერს ლევან ლორთქიფაძე.
ვერავინ უარყოფს, რომ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის - დარია დუგინას მკვლელობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს...Posted by Levan Lortkiphanidze on Tuesday, 23 August 2022