"უკრაინელებმა მსოფლიოს აჩვენეს თავიანთი ღირსეული ბრძოლა თავისუფლებისთვის" - სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს! უკრაინელმა ერმა მსოფლიოს აჩვენა თავისი ღირსეული ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. საქართველო და უკრაინა მოძმე ერები არიან, მსგავსი გამოწვევებით. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი, ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით“, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ტვიტერზე.
Happy #IndependenceDay to Ukraine!
The Ukrainian nation has shown the world its admirable fight for its independence and freedom.
???????? and ???????? are close, brotherly nations with a similar struggle. We know the cost of independence. And we will always stand together. #SlavaUkraini— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) August 24, 2022