საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყნის უზენაესი კანონის მიღების დღეა, გილოცავთ - აშშ-ის საელჩო
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.
„ჩვენ, ხალხი“ – ამ სიტყვებით იწყება შეერთებული შტატების კონსტიტუცია, რომელიც ძალაუფლებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას – მიმართულებას. ჩვენთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია, ის არის დემოკრატიის სიმბოლო, რომელიც შეგვახსენებს, რომ „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“ – სწორედ ამ სიტყვებს იპოვით საქართველოს კონსტიტუციაში.
დღეს საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყნის უზენაესი კანონის მიღების დღეა. გილოცავთ!“ – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მილოცვაში.
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, პარლამენტმა, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.