თეგებით ძიება

ნუ ვიჩქარებთ! - თემურ ჭყონია რუსი ტურისტებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის დაწესებას ნაადრევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ტურიზმი ეკონომიკაზე მოქმედებს.

ნაადრევად მიიჩნევს საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღოს. "განხილვის თემაა, ნუ ვიჩქარებთ!"-ამბობს ბიზნესმენი.

"ტურიზმი, რა თქმა უნდა, ძალიან მოქმედებს ეკონომიკაზე, ლარის კურსის სტაბილურობაზე, ქვეყანას სხვა შესაძლებლობა აქვს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ეს არ არის მარტო ტურიზმი, ადამიანები შესაძლებელია გაექცნენ პუტინის რეჟიმს და ჩამოვიდნენ საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის, მაგრამ სავიზო რეჟიმის დაწესება ექსპტრემალურად ადრეა, განხილვის თემაა, ნუ ვიჩქარებთ!",-აცხადებს თემურ ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბინი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ათასობით მოქალაქე ჩამოვიდა საქართველოში. მათ ქვეყანაში ასობით ბიზნესიც დაარეგისტრირს.

რუსი ვიზიტორებისთვის ვიზების და ტურისტული გადასახადის დაწესებას ითხოვს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მათ შორის პარტია "დროა". მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის დასუსტების ფონზე, რუსი ტურისტების უკონტროლო შემოსვლა განსაკუთრებულ საფრთხეებს შეიცავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა