არ არსებობს ორი რუსეთი, რიგითი მოქალაქეც პასუხისმგებელია იმ ბარბაროსობაზე, რასაც პუტინი უკრაინაში ჩადის - ხაზარაძე
“ლელოს’ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე განაცხადა.
“უკრაინის გამარჯვება არის საქართველოს გამარჯვება, ისინი იბრძვიან თავისი თავისუფლებისთვის. აქვე მინდა ვთქვა, რომ არ არსებობს ორი რუსეთი, ეს არის ერთი რუსეთი და ყველა არის პასუხისმგებელი, რიგითი მოქალაქეც, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს იმ ბარბაროსობაზე, რასაც რუსეთი ჩადის უკრაინაში”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.